10.04.2021 | 18:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
პოლიტიკური საკენკი [ვიდეო]

საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის პირველი შეხვერა, როგორც მოსალოდნელი იყო, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. დახურულ კარს მიღმა ორ საათიანი მსჯელობის შემდეგ მხარეებმა  ერთადერთი, რაც დაადგინეს მომდევნო შეხვედრის თარიღია. რეფორმა მმართველ გუნდსა და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმაებულ მემორანდუმს ეფუძნება. მსჯელობის საგანი საარჩევნო სისტემაში რიგი ცვლილებებია, მათ შორის უნდა შეიცვალოს ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიების დაკომპლექტების წესი.

 

„მოქალაქეებში“ ამბობენ, რომ თუ მემორანდუმით შეთანხმებლი საარჩევნო ცვლილებები პარლამენტში 1-ელ მარტამდე არ დაგეგისტრირდება, ისინი საპარლამენტო მანადტებზე უარს იტყვიან. ლევან იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო რეფორმა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას, მათ შორის ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევას უნდა მოიცავდეს.

 

რა ფორმით მივიღებთ საბოლოო ჯამში სარჩევნო კანონმდებლობას, ფართო საზოგადოებისთვის ჯერ ბუნდოვანია, თუმცა, ცნობილია, რომ ცესკოს თავმჯდომარის ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი ამ ფორმატში არც კი განიხილება. რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხონა კვლავ მოთხოვნად რჩება და მოახლოებული თვითმმართვეობის არჩევნები ისევ თამარ ჟვანიას ხელმღვანელობით ჩატარდება.

გამოქვეყნდა 60 დღის წინ  |  ნანახია 277-ჯერ
დღის გადაცემები