25.01.2021 | 23:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
პოლიტიკური შვებულება თუ პოლიტიკური კარიერის დასასრული?! [ვიდეო]

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას სხვადასხვაგვარად აფასებენ ანალიტიკურ წრეებში. საბოლოოდ წავიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან და შესაძლებელია თუ არა, რომ მისი ეს გადაწყევტილება მორიგი პოლიტიკური თამაში იყოს საკითხის შეფასება სწორედ მათ ვთხოვეთ.  პოლიტოლოგთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ   ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მისი გუნდი სრულად დაიშლება, რადგან უბიოგრაფიო პერსონებით არის დაკომპლექტებული. ექსპერტები "ობიექტივთან" საუბარში ამბობენ,  რომ საჭიროა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.

 დღეს მოვისმინეთ შეფასებებიც იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოიხსნა ყველა პასუხიმგებლობა. მძიმე სოციალურ ეკონომიკიური ვითარების ფონზე პოლიტიკიდან წასვლა და  პოლიტიკურ ლიდერად ირაკლი კობახიძის დატოვება მიუღებელად მიაჩნიათ ექსპერთა ნაწილს. ფიქრობენ რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავი ვერ გაართვა და გაქცევა ამჯობინა.

გამოქვეყნდა 13 დღის წინ  |  ნანახია 119-ჯერ
დღის გადაცემები