10.04.2021 | 19:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
პური ძვირდება?! [ვიდეო]

საქართველოში პურის მწარმოებლები აპრილის თვიდან, პურის გაძვირებას გეგმავენ, რადგან მათთვის საჭირო ნედლეულის ფასი დღითიდღე იზრდება. პურ-პოდუქტები, შესაძლოა 20 თეთრით გაძვირდეს. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, სააკითხი, ყველაზე მეტად რიგითი მოქალაქეების ჯიბეს დაეტყობა. გამოკითხული მოსახლეობა, მიიჩნევს, რომ მძიმე რელობის ფონზე, ნებისმიერ პროდუქტზე ფასის მომატება, ყოვლად დაუშვებელია, ეს ყველაფერი კი ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მეტყველებს.


ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი, საწვავის გაძვირება, საფუარის ფასის 20%-ით მომატება. პურის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის გაძვირება პურის ფასს ავტომატურად გაზრდის. პურის ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის განმარტებით, თუ არ იქნება სუბსიდირების პროგრამა, პური  20 თეთრით მაინც გაძვირდება.


საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პურის ფასის შენარჩუნების მიზნით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა უკვე მეორედ განხორციედლა, რომელიც ამჯერად, მხოლოდ აპრილამდე მოქმედებს, რომლის მიხედვითაც საწარმოებს,  წისქვილ-კომბინატებმა, 1 ტომარა ფქვილი 53 ლარის ფარგლებში უნდა მიაწოდონ.  ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განმარტებით, ხორბალზე მომავალში ფასის ზრდა მოსალოდნელია.

გამოქვეყნდა 54 დღის წინ  |  ნანახია 271-ჯერ
დღის გადაცემები