30.11.2020 | 05:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური

საქართველოს მასშტაბით, 17 საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. პანდემიის პირობებში მოქალაქეებს ხმის მიცემა 1914 საარჩევნო უბანზე რეკომენდაციების დაცვით უწევთ.  საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ერთი ბიულეტენი დახვდება, რომლითაც საკუთარ მაჟორიტარს აირჩევს.

 

გამონაკლისი ქუთაისის საარჩევნო ოლქია, სადაც მაჟორიტართან ერთად მოსახლეობა, ქალაქის მერსაც ირჩევს. განმეორებით კენჭისყრას ანუ მეორე ტურს, ტრადიციული არჩევნების სახე არ აქვს. მართალია ბიულეტენზე ორი კანდიდატის სახელი და გვარი წერია,  თუმცა ოპოზიციამ საჯაროდ განაცხადა, რომ გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და ქართული ოცნება საკუთარ მეთოდებთან მარტო დატოვა. ხელისუფლების ოპონენტები ბოიკოტის რეჟიმში არიან.

გამოქვეყნდა 8 დღის წინ  |  ნანახია 95-ჯერ
დღის გადაცემები