10.04.2021 | 18:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის კვალი [ვიდეო]

დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს, საზღვრის დამდგენი კომისიის მოქმედი წევრი მალხაზ მიქელაძე, მთავარ პროკურატურაში მესამედ დაკითხეს. სწორედ მიქელაძე ფიგურირებდა, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც მელაშვილის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრეა გაკეთებული. დაკითხვიდან გამოსულმა მიქელაძემ აღნიშნა, რომ გამოძების ინტერესი სწორედ ეს ჩანაწერი იყო.  

 

დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი აღმაშფოთებელს და მოღალატეობრივს უწოდებს კომისიის ბრალდებული წევრის, ივერი მელაშვილის განცახდებებს. სასულიერო პირისთვის გაუგებარია, რატომ იყო წლების განმავლობაში სადემარკაციო ჯგუფში არაკომპეტენტური პირი, რომელსაც არასახელმწიფოებრივი პოზიცია არასდროს დაუმალავს. „ნამდვილ ამბებთან“ საუბრისას არქიმანდრიტი ილარიონი ამბობს, რომ მელაშვილი დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა და მთავარი დამნაშავე გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოღვაწე სასულიერო პირებმა განგაშის ზარებს, ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გამოჩენისთანავე შემოჰკრეს, თუმცა არქიმანდრიტი ილარიონი ამბობს, რომ ღვთისმსახურების გაფრთხილება არც კომისიის წევრებმა და არც მაშინდელმა ხელისუფლებამ არად ჩააგდეს. მისივე თქმით, შეთანხმების შუალედურ დოკუმენტზე ივერი მელაშვილის ხელმოწერამ საქართველოს ისტორიული ტერიტორია სადაო გახადა.

 

ფაქტი, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ აზერბაიჯანს დავით გარეჯი თავად დაუთმო, მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო ინტერვიუდანაც დასტურდება. 2007 წლის 12 მაისს ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ აზერბაიჯანელ კოლეგას გარეჯის ტერიტორიაზე სტრატეგიული სიმაღლეების გადაცემას დაჰპირდა. 

გამოქვეყნდა 66 დღის წინ  |  ნანახია 358-ჯერ
დღის გადაცემები