30.11.2020 | 06:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
სვეტლანა ციხანოვსკაიამ ემანუელ მაკრონს მედიატორის როლის შესრულება სთხოვა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი  ლიეტუვის დედაქალაქში ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდება.  „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შეხვედრა დღის პირველ ნახევარში ვილნიუსში გაიმართება, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საფრანგეთის პრეზიდენტს ბელარუსში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ჩართვა და მედიატორის როლის შესრულება სვეტლანა ციხანოვსკაიამ სთხოვა. ემანუელ მაკრონი ლიეტუვაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, გიტანას ნაუესადას. შეხვედრის დროს ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირმა ბელარუსის ლიდერს სანქციები უნდა დაუწესოს.

გამოქვეყნდა 61 დღის წინ  |  ნანახია 214-ჯერ
დღის გადაცემები