30.11.2021 | 16:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები სახელმწიფოს მიერ გასხვისებულ ჰექტრობით მიწის დაბრუნებას ითხოვენ [ვიდეო]

სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები სახელმწიფოს მიერ გასხვისებულ ჰექტრობით მიწის დაბრუნებას ითხოვენ. პროტესტის მონაწილეები  სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და მაგისტრალის გადაკეტვას შეეცადნენ, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილი ჰქონდა ინციდენტსაც. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონმაწილე ტერიტორიას განარიდა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, ხელისუფლებამ ჰექტრობით მიწის ფართობი, რომელსაც წლების განმავლობაში საძოვრად იყენებდნენ, ისე გაასხვია, რომ ადგილობრივები საქმის კურსშიც არ ჩაუყენებია. მათი თქმით იძულებულნი არიან, ს აქონელი გაყიდონ და ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. ზეღდულეთის მცხოვრებლები 100 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობის გასხვისებაში მოქმედ და ყოფილ მმართველ პარტიებს ადანაშაულებენ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებთან შეხვედრაა.

გამოქვეყნდა 6 დღის წინ  |  ნანახია 65-ჯერ
დღის გადაცემები