10.04.2021 | 19:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
„ქართული ოცნების“ საჩუქარი შემომწირველ ბიზნესმენებს [ვიდეო]

10 კომპანია და 165 მილიონი ლარი - გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიები გამდიდრდნენ. მილიონობით ლარი ბიზნესმენებმა გამარტივებული შესყიდვების გზით მიიღეს ისე, რომ კონკურსი არ ჩატარებულა, სახელმწიფო უწყება კი თავად წყვეტდა ვისთან უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 10 ქართული კერძო კომპანია შეისწავლა, რომლებმაც 2020 წელს გამარტივებული  სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღეს. გასულ წელს ათივე კომპანიამ ჯამში 165 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტით ისარგებლა. ირკვევა რომ ამ 10 კომპანიიდან 6 "ქართული ოცნების" დამფინანსებელია და მმართველ გუნდს 2016 წლიდან 2020 წლამდე ფინანსურად უზრუნველჰყოფს. მათ ჯამში დაახლოებით 660 ათას ლარზე მეტი აქვთ გაღებული. "საერთაშორისო გამჭივალობაში" მიიჩნევენ, რომ  კორუფციული რისკები მაღალია  და საქმეზე გამოძიება ანტიკორუფციულმა სამსახურმა უნდა დაიწყოს.

გამოქვეყნდა 63 დღის წინ  |  ნანახია 416-ჯერ
დღის გადაცემები