10.04.2021 | 18:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ქართული რომანტიზმი ნავალნის შემოქმედებაში [ვიდეო]

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის აეროპორტში დაკავებასა და შემდგომ პროცესებს, საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, შეფასებები გაკეთდა საქართველოშიც. სოციალურ ქსელებსა და გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს თუ გადავხედავთ, პარალელის გავლება ჰეროიკულ ჟანრთან რთული არ იქნება. არადა, ალექსეი ნავალნი, რომელიც ვლადიმერ პუტინისთვის პოლიტიკური პრობლემების შექმნას ცდილობს ნაციონალისტია და საქართველოს მიმართ ლოიალური დამოკიდებულებებით სულაც არ გამოირჩევა. ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარი რომ არ არის, ყველაზე კარგად, გმირად მონათლული ნავალნის მაგალითზე ჩანს.

 

რუსი პოლიტიკოსის დაბრუნებას  საკუთარ სამშობლოში ეხმაურებიან თბილისშიც. მმართველი გუნდის წევრები ნავალნის მწვავე განცხადებებს იხსენებენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ ანტიკორუფციული ბლოგერის მისამართით გადაჭარბებული გულშემატკივრობის და  ქება დიდებისგან თავი შეიკავონ.

გამოქვეყნდა 80 დღის წინ  |  ნანახია 318-ჯერ
დღის გადაცემები