27.01.2021 | 00:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
წარმომადგენელთა პალატა დღეს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციას კენჭს უყრის [ვიდეო]

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ  რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრეზდენტმა მაიკ პენსმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ის 25-ე შესწორების ამოქმედების გზით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგია. 25-ე შესწორება ვიცე-პრეზიდენტს უფლებას აძლევს, შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, როდესაც პრეზიდენტს მოვალეობების შესრულება არ შეუძლია. შესწორების მეოთხე ნაწილი საშუალებას აძლევს ვიცე-პრეზიდენტსა და კაბინეტის უმრავლესობას, პრეზიდენტი ქმედით უუნაროდ გამოაცხადოს. წარმომადგენელთა პალატამ დღეს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციას კენჭი უნდა უყაროს.

გამოქვეყნდა 13 დღის წინ  |  ნანახია 115-ჯერ
დღის გადაცემები