27.11.2020 | 08:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები საოლქო კომისიებში ოფიციალურად შეაჯამეს

31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები საოლქო კომისიებში ოფიციალურად შეაჯამეს. პროცესი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობდა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილმა სხდომები ისე დატოვეს, რომ ოქმებზე ხელი არც კი მოუწერიათ.  შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმაც. პატრიოტების კომისიის წევრმა სამგორის საარჩევნო კომისიაში აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესი ოლქის მასშტაბით დარღვევების ფონზე წარიმართა, საუბნო კომისიების მიერ მიწოდებული ოქმების უმრავლესობაში კი ბალანსი არ დგებოდა. ლელა ღუდუშაურის განცხადებით, სამგორში ორი უბნის გადათვლის შემდეგ დადასტურდა, რომ ოქმები არასწორად იყო შევსებული.

 

 

შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს "პატრიოტთა ალიანსის" კომისიის წევრებმა რეგიონების საოლქო კომისიებშიც. ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში პატრიოტების წარმომადგენლის ნაირა ბაბლიძის განცხადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს  საეჭვოდ ბევრი ბიულეტენი გაბათილდა. გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა კი განსაკუთრებით მაღალი იყო იმ უბნებზე, სადაც ქართულმა ოცნებამ და მისმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გაიმარჯვეს.



შემაჯამებელი ოქმი შედგა მცხეთის საოლქო კომისიაშიც, რომლის მიხედვითაც ოლქში მეორე ტური დაინიშნა. რეგიონში ცესკოს გადაწყვეტილებით გამარჯვებისთვის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კერესელიძე და "ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი იბრძოლებენ.  არჩევნების მეორე ტურს ცესკო ნიშნავს და ის 21 ნოემბერს გაიმართება.  

გამოქვეყნდა 14 დღის წინ  |  ნანახია 103-ჯერ
დღის გადაცემები