თარიღი: 2012წ, 24 იანვარი, 17:20 - 18:15

წამყვანი: ბოკუჩავა ირინა

სტუმარი: პოლიტოლოგი პაკელიანი დავით , პროფესორი ახალაძე ლია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი გამახარია ჯემალ


 

–ბედიის ტაძრის ბაგრატ მესამის ფრესკა, რომელსაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვუფრთხილდებოდით, აღარ არსებობს. მოიმიზეზეს, რომ კედელი ინგრეოდა და ფრესკა ჩამოფხიკეს. ამ დროს, ეს კედელი დაზიანებული არ იყო. ასევე, აღარ არსებობს ბედიის ტაძრის შიგნით ფრესკული მოხატულობა და განმარტებითი წარწერები, რომლებიც ქართული ასომთავრული ანბანით იყო შესრულებული.

–ბედიის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. შესაბამისად, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების პროცესში, ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნების და დაცვის მიზნით, აუცილებელია სარესტავრაციო სამუშაოებში ქართული ხუროთმოძღვრების სპეციალისტები ჩაერთონ.

–იმის გათვალისწინებით, რომ ილორის ტაძარს რუსული გუმბათი დააშენეს, ალბათ, ბედიის ტაძარსაც რუსულ გუმბათს დაადგამენ. იმედია, „UNESCO“, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაცია, ამ ფაქტს უყურადღებოდ არ დატოვებს.