 
        ინდოეთი, რუსული ნავთობის შესყიდვებს ზრდის. გადამუშავების შემდეგ კი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს აწვდის. ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების მსოფლიო ბაზარზე ინდოეთის როლი მას შემდეგ გაიზარდა, რაც დასავლეთმა რუსეთს ამ პროდუქტზე ემბარგო დაუწესა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ნიუ დელის მოსკოვთან თანამშრომლობისთვის არავინ აკრიტიკებს, რადგან ინდოეთის ქმედებები დასავლეთის ე.წ. ორმაგ მიზნებს შეესაბამება.
ერთი მხრივ, რუსეთი ენერგომატარებლების გაყიდვით ნაკლებ შემოსავალს იღებს და მეორე მხრივ, თავიდან იცილებენ იმ შოკს, რომელიც შესაძლოა ნავთობპროდუქტების მიწოდების შეფერხებამ გამოიწვიოს. ანალიტიკოსების ინფორმაციით, ინდოეთმა იანვარში შეერთებულ შტატებს დღეში 89 ათასი ბარელი ბენზინი და დიზელის საწვავი მიაწოდა, ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
დეტალურად ამ თემაზე სტატია წაიკითხეთ ბმულზე
 
         
         
         
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                