დღის სიახლეები
     
        ვიქტორ ორბანი: "რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ბირთვული ენერგიის ჩართვის გეგმის განხორციელებას არ დავუშვებთ, ეს გამორიცხულია"
        უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც გავლენას მოახდენს ბირთვულ ენერგიაზე, - ამის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
"ჩვენ არ დავუშვებთ სანქციებში ბირთვული ენერგიის ჩართვის გეგმის განხორციელებას, ეს გამორიცხულია", - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, სანქციებში ჩართოს რუსული სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკული კომპანია Rosatom-ი, მაგრამ უნგრეთი, რომელსაც აქვს რუსეთის მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგური და Rosatom-თან ერთად მის გაფართოებასაც გეგმავს, ამ შეთავაზებას ბლოკავს.
მსგავსი
     
        03.03.2023 / 11:26
    რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
        
     
        09.12.2022 / 12:54
    სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
        
     
        28.11.2022 / 17:12
    რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
        
     
        22.11.2022 / 14:15
    თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
        
     
        17.11.2022 / 14:25
    იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
        
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                